გარემოსთან
ორიგინალურად შერწყმული ქუჩის მხატვრობა
„კულტურა
მშია“ „მონალიზა გაქრა“-ბოლო დროს ქუჩაში
კედლებზე,მიწისქვეშა გადასასვლელებში
ხშირად ვხვდებით ასეთ წარწერებს,ნახატებს,რომლებიც რაიმე მოვლენის მიმართ
პროტესტეს გამოხატავს ან ვიზუალურად ლამაზი სანახავია.
რა
ისტორია აქვს ქუჩის მხატვრობას,როგორია ის საქართველოში და ვინ ქმნის?
საქართველოში
კედლის მხატვრობა სულ რამდენიმე წელია,რაც გამოჩნდა და საზოგადოებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება
გააჩნია.ახალგაზრდების უმეტესობას საერთოდ რა აქვს ინფორმაცია.სტუდენტ თორნიკე ვანიშვილის
აზრით,ხელოვნების ნიმუში შეიძლება იყოს როგორც ტილოზე,ასევე ასფალტზე და კედელზე.“ქუჩის
მხატვრობით კარგად შეიძლება რაიმე შეტყობინების მიწოდება
საზოგადოებისთვის,საკუთარი აზრის გამოხატვა.მთავარია როგორაა დაწერილი (შესრულების
ტექნიკას ვგულისხმობ),ავტობუსის უკანა სავარძელზე საკუთარი სახელის მიწერა გრაფიტი
არაა.“
ბაჩა
ხოფერიამ (Dr.Love) ქუჩაში
ხატვა სამი წლის წინ დაიწყო:“საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულება
სხვადასხვანაირია.ძირითადად ვერ ხვდებიან,რატომ უნდა დახატო ქუჩაში.თემა ძალიან
ბევრია,რაზეც შეიძლება დახატო,გააპროტესტო.ვცდილობ ვიაქტიურო,სემინარები
გავაკეთო,ახალგაზრდები დავაინტერესო,მაგრამ ხშირად საღებავის პრობლემაა,მათ
საღებავების შესაძენი ფული არ აქვთ.
ქუჩის მხატვრობა საქართველოშიც ძალიან გავრცელებულია და ბევრი უცნობი მიმდევარი ჰყავს,რადგან,როგორც ცნობილია ქუჩის მხატვრები არ ამჟღავნებენ თავიანთ ვინაობას და ისინი ამ ხერხით გამოხატავენ თავიან შეხედულებებს და პროტესტს ამა თუ იმ თემაზე.
აი თბილისის ქუჩებში შესრულებული გრაფიტები.