გრაფიტი (იტალ. graffiti, ბერძნ. γραφειν ვწერ) — წარწერები ან ნახატები შენობებისა და გადასასვლელების კედლებზე, მატარებლის ვაგონებზე, ღობეებზე და სხვა ვერტიკალურ ზედაპირებზე. ზოგან ფოლკლორის სახეობაც შეიძლება იყოს. ითვლება ახალგაზრდობის თვითგამოხატვის ერთ-ერთ სახეობად. თანამედროვე გრაფიტის მხატვრების თვითსახელწოდებაა "რაიტერები" (ინგლ.
writers).
გრაფიტი ხშირად უმსგავსო დაზიანებად და არასასურველ ვანდალიზმად აღიქმება საზოგადოების მიერ. გრაფიტის დატანა შენობის ან ნაგებობის კედლებზე პატრონის ნებართვის გარეშე მრავალ ქვეყანაში კრიმინალურ აქციათ ითვლება და კანონით ისჯება.
გრაფიტი უხსოვარი დროიდან არსებობდა. მისი ზოგიერთი ნიმუში ძველი საბერძნეთისა და რომის იმპერიის პერიოდიდან შემორჩა. გრაფიტი შეიძლება იყოს ყველაფერი მარტივი ნაჩხაპნიდან რთულ ორნამენტულ კედლის მხატვრობამდე. თანამედროვე პერიოდში სასხურებელი საღებავები და მარკერები ყველაზე გავრცელებული მასალა გახდა გრაფიტიში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან იგი აკრძალულია, ზოგად მას სოციალური და პოლიტიკური 'მესიჯების' გადასაცემად იყენებენ. ზოგან იგი ხელოვნების ფორმაა, რომელიც გალერეებში გამოფენას იმსახურებს.ქუჩის მხატვრობის ერთ-ერთი ცნობილი “განშტოებაა" გრაფიტი. 1980-90 წლებში გრაფიტს ხალხი და მთავრობა აღიქვამდა როგორც ვანდალურ ფაქტს, რადგან ისინი “ამახინჯებდნენ" ქუჩებს, მეტროს ვაგონებს და აშშ. დაწესდა დიდი ჯარიმები და სანქციები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია გრაფიტის განვითარებისთვის.დღესდღეობით გრაფიტი მიღებულია მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწისქვეშა გადასასვლელები ჩაფლულია გრაფიტის ნახატებში. ნელ-ნელა ხალხის აზრმა ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს აღარავინ დაობს იმაზე, რომ გრაფიტი ხელოვნებაა. ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმმაც კი უმასპინძლა გრაფიტის ნამუშევრებს.როგორც ცნობილია პირველად ეს მიმდინარეობა გამოჩნდა 1981 წელს ნიუ იორკში.მთავარია დაინახოთ ნახატის ზუსტი ადგილმდებარეობა და შეიგრძნოთ ის ემოცია, რომელსაც ავტორი გადმოსცემს. ნახეთ რა საოცარი ნახატებია:
No comments:
Post a Comment